როდესაც მიხეილ სააკაშვილს ახსენებთ, თქვენს ხმაში შიში ერევა - ბოტკოველი პრემიერს

30.06.23 15:00
როდესაც მიხეილ სააკაშვილს ახსენებთ, თქვენს ხმაში შიში ერევა - ბოტკოველი პრემიერს

"ერთადრთი სიმართლე, რაც აქ დავინახეთ არის ის, რომ როდესაც თქვენ მიხეილ სააკაშვილს ახსენებთ, თქვენს ხმაში შიში ტემბრში ერევა", - ამ სიტყვებით მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა პრემიერს.

ბოტკოველის შეფასებით, შიშის დადასტურებაა კასპში დღეს განვიტარებული მოვლენებიც, როდესაც ლევან ხაბეიშვილს და მის თანაგუნდელებს თავს დაესხნენ და ავტომობილებიც დაუზიანეს.

სანამ თქვენი ტყუილებით სავსე ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, თქვენ მიერ წაქეზებული და ორგანიზებული აქტივისტები და „ტიტუშკები“ მიუცვივდნენ კასპში ენმ-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, დააზიანეს ავტომობილები და ფაქტობრივად, მიმდინარეობს ძალადობა. ეს არის თქვენი წაქეზებული, თქვენი პოლიტიკით წაქეზებული. თუმცა იცოდეთ, რომ ამით ვერავის შეაშინებთ. ის, რომ დღევანდელი წარმოდგენილი ანგარიში ტყუილებით არის სავსე, ამას ქარტველი ხალხი შეაფასებს. ერთადრთი სიმართლე, რაც აქ დვინახეთ არის ის, რომ როდესაც თქვენ მიხეილ სააკაშვილს ახსენებთ, თქვენს ხმაში შიში ტემბრში ერევა. სწორედ ეს შიშია, რომ ბევრ სისულელეს გაკეთებინებთ, რა სისულელესაც დღეს სჩადიხართ, როდესაც კასპში ღონისძეიბას ხელს უშლით და აქტივისტებზე და პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობთ. თქვენ ერთადერტი, რაც წარმატებულად შეასრულეთ ამ ქვეყანაში არის ის, რომ გააღარიბეთ, გააღატაკეთ მოსახლეობა,“ - ამბობს ბოტკოველი.

მსგავსი სიახლეები