ავაზაკები და ნაძირლები ხართ - ცაგარეიშვილი "ნაცმოძრაობას"
გია ცაგარეიშვილმა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებას ავაზაკები და ნაძირლები ეძახა.
"ოცნების" დეპუტატმა ენმ-ს 9 წლიანი მართველობის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ქვეყანა არ გვექნებოდა, "ოცნების" ხელისუფლებას მათთვის მმართველობა ხელიდან რომ არ გამოეგლიჯათ.
მრუდე სარკეების სამყაროს ქმნიდით, როცა ხელისუფლებაში იყავით და ახლაც გინდა რომ თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი გყავდეთ, რომ მიტინგები დაარბიოთ, გინდათ ციხეები მართოთ, იქ ხალხი აწამოთ. გინდათ ისევ ხელისუფლებაში იყოთ და კონსტიტუცია ცხრაჯერ გადაწეროთ და თქვენს ბელად მოარგოთ და ქვეყანა მის ხუშტურებს დაუქვემდებაროთ. მაგრამ არანაირი ბერკეტი, რომელიც ამ ქვეყანას დაანგრევს თქვენ ხელთ არ გიპყრიათ, რომ გეპყროთ დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნისგან არაფერი არ იქნებოდა. იქითკენ მიგყავდათ თქვენ საქმე, სანამ არ გამოგლიჯეთ ხელისუფლება, თქვენ და იმ ავაზაკებს და ნაძირლებს, რომლებიც მეთოდურად სპობდით ამ ქვეყანას". - თქვა ცაგარეიშვილმა.