ვინ არის შეშინებული და ვინ იქნება შეშინებული, ნახავთ - ბეჟან წაქაძე ოპოზიციას
„ვინ არის შეშინებული და ვინ იქნება შეშინებული, ნახავთ 2024 წელს,“ - ამ სიტყვებით ოპოზიციას ქართული ოცნების დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ მიმართა.
დეპუტატმა ფაქტიბრივად, გაამართლა ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმები და განუმარტა ოპოზიციას, რომ ხალხს ისინი მათ მიერ გაკეთებული საქმეების გამო არ მოწონთ.
შეშინებული მთავრობის წევრები ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. ძალიან გიკვირთ, ახლა ჩინჩხალი რომ ხდება, როცა გადიხართ საზოგადოებაში. ჯერ არ გადიხართ და როცა გადიხართ, არ გიღებთ ხალხი, ხომ უნდა მიხვდეთ თქვენი გაკეთებული საქმეების გამო. თქვენ ძალიან კარგად უნდა წამოხვიდეთ როდესაც პრემიერი გადის რეგიონებში და როგორ ხვდება ხალხს, როგორ გალამზადა რეგიონები... ვინ არის შეშინებული და ვინ იქნება შეშინებული, ნახავთ 2024 წელს, 9 არჩევნები წააგეთ შუალედური ყველა პირწმინდად, ამიტომ დაწყნარდით, მეათესაც წააგებთ,“ - ამბობს ბეჟან წაქაძე.