თავდასხმები მედიაზე და თაროზე შემოდებული საქმეები - კაციტაძე "პირველების" პირისპირ

30.06.23 15:53
თავდასხმები მედიაზე და თაროზე შემოდებული საქმეები - კაციტაძე "პირველების" პირისპირ

მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული  ძალადობის შემდეგ  კოკა კაციტაძე  საჯაროდ გამოჩნდა.  "პირველებმა" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კითხვა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმის შესახებ დაუსვა. 

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე ჯერ ისევ დაკავებული არავინაა, კოკა კაციტაძე ირწმუნება, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებს. 

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს ორი თვე, სამი თვე, რამდენიმე კვირა. თქვენ უფრო კომპეტენტური ხართ, ვირე გამოძიება? მტკიცებულებები უნდა იქნეს მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ეს საგამოძიებო მოქმეებები გძღელდება,- ამბობს კაციტაძე.

"პირველებმა" კოკა კაციტაძეს კითხვა "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის შესახებაც დაუსვა. კაციტაძე ამბობს, რომ შსს-მ პასუხისგებაში ერთი პირი უკვე მისცა, ამიტომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ საქმეს არ გამოიძიებს. 

დანაშაულზე მოხდა სწრაფი რეაგირება და მოძალადე პირი არის დაკავებული. როგორც მოგეხსენებათ, ამ ფაქტზე გამოძიებას თავად შსს აწარმოებს, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შსს-ს წარმომადგელებთან და როგორც მივიღეთ მათგან განმარტება, თუკი სხვა დანაშაულის ნიშნები, ასეთ შემთხვევაში მოხდება საქმის ჩვენთვის გადმოგზავნა. მე. სამწუხაროდ, არ ვიცნობ საქმის მასალებს და არ შემიძლიეა რაიმე განმარტება გავკაეთო ამ საქმესთან დაკავშირებით, - თქვა კაციტაძემ. 

მსგავსი სიახლეები