როდესაც პრემიერმა აღნიშნა ფეხბურთელების წარმატება ჩემპიონატზე, რადიკალურმა ოპოზიციამ საერთოდ ტაში არ დაუკრა - კობახიძე

30.06.23 15:35
როდესაც პრემიერმა აღნიშნა ფეხბურთელების წარმატება ჩემპიონატზე, რადიკალურმა ოპოზიციამ საერთოდ ტაში არ დაუკრა - კობახიძე

ოპოზიციას ქართული ფეხბურთის წარმატების არგაზიარებაში ადანაშაულებს ქართული ოცნების თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე.

მედიასთან საუბარში პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიცია ამჯერად გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ პრემიერს ტაში არ დაუკრეს. 

როდესაც პრემიერმა აღნიშნა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე, რადიკალურმა ოპოზიციამ საერთოდ ტაში არ დაუკრა. არაფერი სიკეთე არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის, მათ შორის სპორტის წარმატებაც კი არ უხარიათ" - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები