"ოცნების" დემარში ამერიკის საელჩოს - მმართველი გუნდის წევრები ღონისძიებაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდნენ
"ოცნების" დემარში ამერიკის საელჩოს - მმართველი გუნდის წევრები ღონისძიებაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდნენ. ეს ინფორმაცია ცნობილი ქართული ოცნების თავმჯდომარისგან გახდა.
"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არ იმყოფებოდა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კობახიძე განმარტავს, რომ ოცნების ყველა დეპუტატი დაპატიჟებული იყო, თუმცა სამ დეპუტატს მიწვევის შემდეგ პირადი კომუნიკაციის დროს ამერიკის საელჩოდან უთხრეს, რომ სჯობდა, ღონისძიებაზე არ მისულიყო.
"ოცნების" დემარშს ერთადერთი დეპუტატი არ შეუერთდა - ღონისძიებაზე არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, მიზეზი წინა წელს დიპლომტიური უწყების ეზოში საქმის გარჩევას უკავშირდება, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატები ტვ პირველის დამფუძნებელს თავს დაესხნენ.