ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, შეეგუონ - კობახიძე კასპში ძალადობას ახალისებს

30.06.23 15:53
ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, შეეგუონ - კობახიძე კასპში ძალადობას ახალისებს

"ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, შეეგუონ", - ამ სიტყვებით ამართლებს და ახალისებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კასპში მომხდარ ძალადობას.

კობახიძე განმარტავს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი და ფაქტობრივად, ძალადობრივი თავდასხმების გაგრძელებას აანონსებს და ოპოზიციას შეგუებას ურჩევს.

ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, ასე დაარქვეს კონკრეტულმა ადამიანებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დიპლომატებმა, თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ რა არის პრობლემა? შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს, თუ ვინმე სამოქალაქო აქტივიზმით მიდის და რაღაცის ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე. მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდებოდი ხაბეიშვილს, რადგან ის არის ჩვენი ერთ-ერთი კოზირი, ის ძალიან კარგად აჩვენებს ნაცმოძრაობის სახეს, რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება ნაცმოძრაობაში, უკეთესია, ამიტომ აქტივისტებს მოვუწოდებდი მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კასპში, მოსახლეობასთან ჩასულ ლევან ხაბეიშვილს ადგილზე "ქართული ოცნების" აქტივისტები დაახვედრეს - ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულია.

"კრისა" ნუ ეფარები ქალებს"- ეუბნებოდნენ ენმ-ს თავნჯდომარეს ადგილზე შეკრებილები. დაზიანებულია ენმ-ს თავმჯდომარის ავტომობილი. 

მსგავსი სიახლეები