"გააუქმეთ სადამსჯელო ტრენინგები" - ექიმები ისევ ქუჩაში გავიდნენ

30.06.23 16:04
"გააუქმეთ სადამსჯელო ტრენინგები" - ექიმები ისევ ქუჩაში გავიდნენ

"გააუქმეთ  სადამსჯელო ტრენინგები და დაგვაბრუნდეთ სამსახურებში" - სასწრაფო დახმარების ექიმები ჯანდაცვის მინისტრისგან რეპრესიების შეჩერაბას ითხოვენ.  მედიკოსები პროტესტის რეჟიმში გადადიან.  

სამსახურების გარეშე დარჩენილი ექიმები დღეს ზურაბ აზარაშვილის სამსახურთან შეიკრიბნენ.  მედიკოსები  იმ ტრენინგების ჩანაწერების გასაჯაროებასაც ითხოვენ, რომელზეც მათ კოლეგას, სასწრაფო დახმარების მძღოლს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

გათავისუფლება არის სადამსჯელო ღონისძიება. მრავალი აქცია ჩავატრეთ და ეს არის ჩვენი ამინისტრაციის პასუხი. ხილულ ბრძლაში ვიყავით თუ უხილავ ბრძოლაში, გმირები ვიყავით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვყოფილვართ უცოდინრები ახლა. ერთ ადამიანს დაეწყო გულის შეტევა, მაგრამ არ მჟღავნდება ეს და ის ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში, - ამბობს უფროსი ექიმი გიორგო ბოსტოღანაშვილი.  

ექიმები ამბობენ, რომ გამოცდებს რეპრესიული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს . მათი თქმით, სამსახურიდან უკვე იმდენი ექიმი გაუშვეს, რომ სასწრაფოს ბრიგადებს ექიმები აღარ ჰყოფნით.  

მსგავსი სიახლეები