კასპში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ფიზიკური დაპირისპირება კასპში - ამ წუთებში სიოტუაცია კასპში დაძაბულია.
სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილს.
აქტივისტებიც ჰყავთ და დეპუტატებიც, მათ შორის კასპიდან კი არა, გორიდან, ხაშურიდან, ქარელიდან - სადაც კი ვინმე მერიის, საკრებულოს თანამშრომლეი იყო, ყველა აქ მოიყვანეს," - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
კასპში, მოსახლეობასთან ჩასულ ლევან ხაბეიშვილს ადგილზე "ქართული ოცნების" აქტივისტები დაახვედრეს - ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულია.
ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლებიც, ვალერი თელიას ხელმძღვანელობით, თუმცა, აგრესიულ ჯგუფს სამართალდამცავების ეს რაოდენობა ვერ უმკლავდება.
"კრისა" ნუ ეფარები ქალებს"- ეუბნებოდნენ ენმ-ს თავნჯდომარეს ადგილზე შეკრებილები. დაზიანებულია ენმ-ს თავმჯდომარის ავტომობილი.