"ფაქტობრივად, ალყაში ვართ" - ირაკლი ნადირაძე

30.06.23 16:48
"ფაქტობრივად, ალყაში ვართ" - ირაკლი ნადირაძე

"ფაქტობრივად ალყაში ვართ" - ასე აღწერს კასპში არსებულ სიტუაციას ირაკლი ნადირაძე./ ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, კასპში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნადირაძის თქმით, მათ ქვებიც დაუშინეს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მათ ქართული ოცნების საკრებულოს და გამგეობის წევრები დაუპირისპირდნენ, სუს-ის წარმომადგენლებიც იყვნენ ადგილზე.

ნადირაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების რაოდენობა საკმარისი არ არის კონფლიქტის განსამუხტად.

ფაქტობრივად, ალყაში ვართ. მერია, საკრებულო, სუს-ის ნასედკები, პოლიცია რამდენიმე ადამიანია მოსული, იმის მიუხედავად, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ, ჩვენ მოვახერხეთ მაინც შემოსვლა და დაგვიშინეს ქვები, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც -დაუპირისპირდნენ გოგობსაც, რომ დაინახეს, რომ უკვე ფიზიკური ძალადობა აღარ გასდიოდათ, დაგვიშინეს ქვები, იყო ასევე, ბლოკი, აგური, მობილიზებული ჰქონდათ. კი გვეუბნებიან კარატეზე და ბოქსზე იარეთო, მაგრამ ტვითონ იარონ მძლეოსნობაზე და ივარჯიშონ სირბილში, იმიტომ, რომ მოუწევთ თავქუდმოგლეჯილებს გაქცევა, ვეღარ დარჩებიან ეს მოძალადეები ხელისუფლებაში," - ამბობს ნადირაძე.

დაპირისპირება კასპში რამდენიმე საათის წინ დაიწყო. მოსახლეობასთან ჩასულ ლევან ხაბეიშვილს ადგილზე "ქართული ოცნების" აქტივისტები დაახვედრეს - ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულია.

"კრისა" ნუ ეფარები ქალებს"- ეუბნებოდნენ ენმ-ს თავნჯდომარეს ადგილზე შეკრებილები. დაზიანებულია ენმ-ს თავმჯდომარის ავტომობილი. 

მსგავსი სიახლეები