აქეთ ვეხმარებით ევროპელებს, რომ სანქცირებული პროდუქციის გადაზიდვა არ მოხდეს - ღარიბაშვილი

30.06.23 16:53
აქეთ ვეხმარებით ევროპელებს, რომ სანქცირებული პროდუქციის გადაზიდვა არ მოხდეს - ღარიბაშვილი

ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ეხმარება რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო გადაზიდვები. 

მისი თქმით, პარტნიორებს, გავუზიარეს ინფორმაცია, რომ 1 300-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, ფინანსთა სამინისტროს მიერ.

ჩვენი პოზიცია იყო ნათელი, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივინდები ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს. ჩვენი პოზიცია ნათქვამი დადასტურდა ჩვენ მიერ განხორციელებულ ეფექტურ ქმედებებში. საზოოგადოებამ მათ მიერთ გაკეთებული შეფასებები.

ჩვენ კოლეგებს, პარტნიორებს, გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300-მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპულ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდნენ, მოემართებოდა, მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენ ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი. ჩვენ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული, ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი. არც ერთი ფაქტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი ჩვენ მიმართ, რომ საქართველომ ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა, არც ერთი ფაქტი" - თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები