თქვენი ბელადი კონტეინერით ლაჩრულად შემოიპარა არაჟანთან ერთად - პრემიერი

30.06.23 16:57
თქვენი ბელადი კონტეინერით ლაჩრულად შემოიპარა არაჟანთან ერთად - პრემიერი

პრემიერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ლაჩრულად შემოიპარა და იმის ვაჟკაცობა არ ეყო, რომ ბილეთი ეყიდა და ისე შემოსულიყო ქვეყანაში.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში რევულიციის მოწყობა უნდოდა, თუმცა ილუზიური გეგმა წყლში ჩაუვარდა. 

თქვენი ბელადი სამარცხვინოდ კონტეინერით შემოპარული არაჟანთან ერთად. სირცხვილია. მან  შეგენბულად, უკანონოდ გადმოლახა საზღვარი, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ თვითმფრინავის ბილეთი ეყიდა დ ა ისე შემოსულიყო. ლაჩრულად შემოვიდა, ისე როგორც 2008 წლის აგვისტოში ლაჩრულად გართხმული ვნახეთ, რომ გარბოდა, გადატრიალების გეგმით, ილუზიური გეგმით შემოიპარა, რომ ქვეყნის გადატრიალება მოეხდინა. ასე ეეგონა, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში

წარმოიდგინეთ, რას დამართებდა ქვეყნას. ყოველგავრი თქვენი მავნებლური ქმედებები არის დამარცხებული!  თქვენ დამარცხდით. ზღვარგადასული კამპანია აწარმოეთ მთელს მსოფლიოში, რომ მოვწამლეთ, ვაწამეთ, კვდება. ყველა ეს კამპანია იყო დროებითი და სტარასბურგმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ ბინძურ კამპანიას" - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.

მსგავსი სიახლეები