ნუ მასწავლით ჯარის სიყვარულს! - პრემიერი ოპოზიციას აკრიტიკებს, კეზერაშვილს კი "ჯარის ძარცვაში" ადანაშაულებს
ნუ მასწავლით ჯარის სიყვარულს! - პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ტრადიციულად ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. ენმ-ს წევრის დევი ჭანკოტაძის კითხვის საპასუხოდ, თქვა, რომ თუ ვაზიანში აეროპორტი აშენდება, ხელისუფლებას მხოლოდ 350 ჰექტარი მიწა დასჭირდება.
პრემიერ-მინისტრმა ჭანკოტაძის საპასუხოდ თქვა, რომ "რატომ არ გამოხატა პროტესტი მაშინ, როცა კეზერაშვილი ქართველ ჯარს ძარცვავდა".
მისი თქმით, "კეზერაშვილის ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები":
ბატონ, ჭანკოტაძეს ვურჩევდი, თუ ობიექტურად წუხს, პროტესტი მაშინ გამოეჩინა, როცა მისი მინისტრი კეზერაშვილი ჯარს ზარცვავდა, მათ შორის ომის დროსაც. ჯარის ბიუჯეტი გაძარცვა, ხმას არ იღებდა, ახლა რომ წარმოდგენილია და აქ კითხვებს მისვამს. კეზერაშვილის ფულით ფინანსდებიან ეს ადამიანები, დღეს რომ ძალიან ცხარე კითხვებით გამოდიოდნენ. ჯარის ნაძარცვი ფულით, დატერორებული ბიზნესის ფულით, ხომ კარგად გახსოვთ, რა დღეში იყო მთელი ბიზნესი - ტერორის ქვეშ. ღამის 3 საათზე მიჰყავდათ ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები გადააფორმებინებდნენ ბიზნესებს, სახლებს, გაუუბედურებდნენ ოჯახს და მერე გამოუშვებდნენ. აი, ეს რეალობა იყო და საერთოდ, როგორ ბედავთ და კითხვებს მისვამთ, ამათ საერთოდ რა აქვთ სალაპარაკო?
ჩვენ კარგად ვიხილეთ კეზერაშვილის მორიგი გმირობა - კაცმა თავისი ნახევრად ჭკვიანური სქემებით მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა. ამ ფულით ფინანსდება მთელი მავნებლური ოპოზიცია, მაინც არაფერი უშველა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.