თქვენი ბელადი 2008 წლის ომის შემედეგ საზღვარზე თვითონ ხვდებოდა რუსებს - პრემიერი

30.06.23 17:21
თქვენი ბელადი 2008 წლის ომის შემედეგ საზღვარზე თვითონ ხვდებოდა რუსებს - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილის რუსეთთან ფრენებს და უვიზო მიმოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ არ ესმის ოპოზიიციის ეს აჟიოტაჟი მაშინ, როცა მათი ბელადი სააკაშვილი საზღვარზე რუს მოქალაქეებს ხვდებოდა.

პრემიერი ასევე ამბობს, რომ სწორედ მიშა სააკაშვილის დროს, ომის შემდეგ ქვეყანას დაადეს ემბარგო სამხედრო შეიარაღებაზე, იარაღის შესყიდვაზე და მისი თქმით, 2013 წლამდე ეს სტატუს-კვო შენარჩუნებული იყო.

შეეცადნენ ჩაეფარცხათ ის ტრაგედია, რაც ჩვენ გადაგვხდა. 2008 წლიდან თვეები იყო გასული, დაიწყეს მასობრივად კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული ობიექტების გასხვისება რუსულ კომპოანიებზე. გახსოვთ, ბოლოს ამხელა აჟიოტაჟი რომ შექმნეს როგორ დავთანხმდით უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებას და როგორ გავბედეთ ფრენების აღდგენა, ხაზგასმით ავღნიშნავ, არასანქცირებული თვითმფრინავებით და არასანქცირებული კომპანიებით. მათი ბელადი, ამხელა ტრაგედია, მოხდა მისი მმართველობის დროს, ხალხი დაიხოცა, ტერიტორიები დავკრგეთ, თვითონ მიწაზე გართხმული ნახა მტელმა მსოფლიომ და პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებზე. მაშინ ამბობდა, ძალიან აკრგია ტურიზმი გვჭირდა. მათი ომი არაფერი არ იყო. ამბობენ, რომ დავალება მივიღეთო, აღიარონ რა დავალება მიიღეს, რუსეთტან უნდა შეეცვალათ უერთიერთობა. ან სად იყო თქვენი ისტერიკა რუსეთთან მიმართებაში, მაშინ როცა ხელისფულებაში იყავით. ან საქნციები რატომ არ მოითხოვეთ, ან პოლიტიკის გადახედვა. რატომ არ მოითხოვეთ. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანას დაადეს ემბარგო სამხედრო შეიარაღებაზე, იარაღის შესწყიდვაზე, 2013 წლამდე ეს სტატუს-კვო იყო შენარჩუნებული, ეს არის რეალობა ჩეო დეპუტატებო, რომელზეც არ უდნა საუბარი. სიმართლეზე ეშლებათ ნერვები". - ამბობს პრემიერი. 

მსგავსი სიახლეები