თავდასხმა ვატო წერეთელზე - ოპოზიცია ამერიკის საელჩოს მხრიდან "ოცნების" დეპუტატების მიმართ შეზღუდვას განმარტავს

30.06.23 17:23
თავდასხმა ვატო წერეთელზე - ოპოზიცია ამერიკის საელჩოს მხრიდან "ოცნების" დეპუტატების მიმართ შეზღუდვას განმარტავს

„ქართული ოცნების“ დემარში ამერიკის საელჩოს - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ პარტნიორმა ქვეყანამ მმართველი გუნდის იმ დეპუტატებს ურჩიეს პირად საუბრებში ღონისძიებაზე მისვლისგან თავის შეკავება, ვინც ტვ პირველის დამფუძნებელს გასულ წელს თავს დაესხა. 

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცფნება რუსულ პოლიტიკას ატარებს, საერთოდ თავი უნდა შეიკაონ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებისგან.

საერთოდ, მგონია, დრო არის, რომ ქართულმა ოცნებამ შეწყვიტოს სტრატეგიული პარტნიორების მიღებებზე სიარული იმიტომ, რომ მათი ანტიდასავლური რიტორიკით საკუთარ თავს პოზიციონირებენ სწორედ როგორც რუსეთის მოკავშირე, რუსი ხელისუფლება და რუსებს არ ეპატიჟებიან არცერთი დასავლური ქვეყანა. გასულ წელს იგივე მიღებაზე მათი თანაგუნდფელი ფიზიკურად გაუსწორდა მედიის წარმომადგენელს და ხელჩართული ომი ატეხეს საელჩოს ტერიტორიაზე და არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ის ადმაინები, ვინც მსგავს ძალადობაში იყვნენ ჩართული, აღარ დაპატიჟეს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატების დაბლოკვის შესაძლო მიზეზი რომ ვატო წერეთელზე თავდასხმა შეიძლება გამხდარიყო, ამაში დარწმუნებულია თამარ კორძაია. დეპუტატის თქმით, კობახიძემ კონკრეტული გვარები უნდა დაასახელოს, ვისი გამოჩენაც საელჩოსთვის სასურველი არ იყო.

აჩიკო თალაკვაძე არის ერთ-ერთი ლიდერი მათ გუნდში და რახან მივიდა ე.ი. გადალახეს თავიანთი სიბრაზის ზღვარი. ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი, ახლა რომ უსმენს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილი იყო საელჩოში და უფრო მეტიც, პრეზიდენტის გვერდით დგომაც მოუწია. კობახიძე თუ ასეთ სერიოზულ ბრალდებებს უყენებს ელჩს, მაშინ დადოს ეს წერილი და ასევე, თქვას, ვინ არ იყო მიწვეული, შემთხვევით ის ადამიანები ხომ არა, ვინც პრობლემები შექმნა და დანაშაული ჩაიდინა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
 

მსგავსი სიახლეები