მერაბიშვილმა აღიარა, რომ დაიწყებს ომს - პრემიერი
გაუბედურებული ოპოზიციის დე-ფაქტო ლიდერს უწოდებს ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილს.
პრემიერის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ ტელეარხთან აღიარა, რომ რუსეთთან ომს დაიწყებს.
მისი თქმით, ენმ-ში ხაბეიშვილი არაფერს წყვეტს და ყველაფრის შემოქმედი მერაბიშვილი და კეზერაშვილია.
რამდენიმე კვირის წინ ამ გაუბედურებული ოპოზიციის დე-ფაქტო ლიდერი ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხთან ამბობს ასეთ რამეს, რომ დაიწყებს ომს, ადასტურებს მზაობას, რომ გახსნოს ომს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის აღიარება. ეს არის ფაქტები, მე გელაპარაკებით ფაქტებით, თქვენ შეურაცხყოფებით მელაპარაკებით, ამით ჩანს, რომ ფსკერს ქვემოთ ხართ. გაუბედურებულებიდ ა გასაცოდავებულები ხართ. სატქმელი არ გავქთ არაფერი. მერბაიშვილმა თქვა რომ დაიწყებს ომს, ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ, ის დღეს კეზერაშვილთან ერთად არის არაფორმალური მმართველი. აბა ახლა, ბატონი ქურქუმალია, რომ არ არის ლიდერი, ჩვენ კარგად ვიცით". - ამბობს პრემიერი.