გულისხმობდა მთავარ ლაჩარს, ვინც მთელმა მსოფლიომ იხილა - პრემიერი თორნიკე რიჟვაძეს იცავს

30.06.23 17:35
გულისხმობდა მთავარ ლაჩარს, ვინც მთელმა მსოფლიომ იხილა - პრემიერი თორნიკე რიჟვაძეს იცავს

აგვისტოს ომის ლაჩრულად წაგება - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურს იცავს. ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ რიჟვაძეს ბოდიში მოსახდელი არ აქვს, რადგან ის ტერმინ "ლაჩარში" ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.

იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს გამოვიდა ბატონი თორნიკე და განმარტა საკუთარი განცხადება, მე ვფიქრობ, აქ კითხვები აღარ არსებობს. განმარტა თუ ვის გულისხმობდა - როგორ შეიძლება ადამიანმა და მითუმეტეს ჩვენი გუნდის წევრმა, ეს რომ გეთქვათ ნაცებზე, შეიძლება დაგეჯერებინა, მაგრამ ამ კაცმა ეგ როგორ შეიძლება თქვას - ჩვენ გმირ სამხედროებზე ან მათ ოაჯხებშზე, ეს ხომ წარმოუდგენელი მკრეხელობაა. არ უთქვამს ამ კაცს, შეიძლება ასეთი განცდა დარჩა ადამიანს, მაგრამ გამოვიდა კაცი, განმარტა და თქვა, რომ რა თქმა უნდა, გულისხმობდა იმ მთავარ ლაჩარს, ვინც მთელმა მსოფლიომ იხილა. ასე, რომ მგონი აქ კიტხვები აღარ არის, კაცმა თქვა, ქედს იხრის,“ - ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები