წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა? - პრემიერის კითხვა ოპოზიციას
„ახლა მე მინდა, კითხვა დაგისვათ, წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა?“ - ამ კითხვით მიმართა პრემიერმა ღარიბაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.
ღარიბაშვილი ოპოზიციას ისევ ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს.
ამ კითხვაზე გაგვცენ პასუხი, ძალიან მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ამ ადმაიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული,“ - ამბობს ღარიბაშვილი.