დავით ბაქრაძე და კანდელაკი ტვინს უჭამდნენ ევროპელ დეპუტატებს, არ მისცეთ საქართველოს უვიზო რეჟიმიო - პრემიერი

30.06.23 17:45
დავით ბაქრაძე და კანდელაკი ტვინს უჭამდნენ ევროპელ დეპუტატებს, არ მისცეთ საქართველოს უვიზო რეჟიმიო - პრემიერი

პრემიერი ღარიბაშვილი კონკრეტულ გვარებს ასახელებს და ამბობს, რომ მისი წინა პრემიერობის დროს, როდესაც ევროპასთან უვიზო რეჟიმის საკითხზე განხილვა მიმდინარეობდა, ევროპელი კოლეგები მას ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციონერები - დავით ბაქრაძე და კანდელაკი ევროპაში დადიოდნენ და ევროპელ ლიდერებს "ტვინს უჭამდენენ", რათა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ.

ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოგნებულები მიყვებოდნენ, ჯერ კიდევ ჩემი წინა პრემიერის დროს, როდესაც უვიზო მიმოსვლაზე იყო საუბრი, რომ თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან და გვთხოვენ ქვეყანამ უვიზო რეჟიმი არ მიიღონ ამ ხელისუფლების დროსა. ეს იყო მტრობა. ეს ჩაიდინა მა დესტრუქციულმა მავნებელმა ოპოზიციამ. 

გვარები მითხრეს კონკრეტული დავით ბაქრაძე, მავნებლურად კანდელაკი დადიონდენ, ტვინი შეუჭამეს , არ მისცეთ უვიზო რეჟიმი. მე ფაქტს გეუბნებით. უვიზო რეჟიმით რომ სარგებლობენ დღეს ჩვენი მოაქალაქეები ეს ჩვენი ხელსიუფლების დამსახურებაა, თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ". - ამბობს პრემიერი.

მსგავსი სიახლეები