იმედს ვიტოვებ, რომ ევროპაში გაიმარჯვებს კეთილგონიერება, სიბრძნე და სიმართლე - პრემიერი პარტნიორებს
„კიდევ ერთხელ მინდა, საჯაროდ ვთქვა, მე იმედს ვიტოვებ, რომ გაიმარჯვებს კეთილგონიერება ევროპაში, გაიმარჯვებს სიბრძნე და გაიმარჯვებს სიმართლე,“ - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა სტრატეგიულ პარტნიორებს და თქვა, რომ საქართველო რეფორმების გატარების კუთხით უკრაინასაც და მოლდოვასაც უსწრებს.
გავხსენით ყველა კარი, არცერთ სამუშაო ჯგუფში არ მიუღიათ ოპოზიციას მონაწილეობა, პირიქით, ცდილობდნენ ჩაეშალათ ეს პროცესი, რომ გაეჩერებინათ ყველაფერი. ამიტომ, მე ვფიქრობ, შესაბამისად დაფასდება ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობა. ჩვენ უკრაინას მოლდოვას, აღარ ვედრებით,მაგრამ ჩვენ წინ ვართ 2-ჯერ, სამჯერ მოლდოვაზე, უკრაინაზე... პირიქით, აქეთ დავეხმარბიტ ჩვენს მეგობრებს, არ გვშურს, პირიქით, გივხარია და გვინდა, მათ წარმატება ვუსურვოთ, ჩვენი სიმართლე უნდა დავიცვათ,“ - განაცხადა პრემიერმა.