"ჩვენ ჩატები გავხსენით" - პრემიერის აღიარება
საქართველოს პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან აღიარა, რომ ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი პირების კომუნიკაციას კითხულობს.
სკანდალური განცხადების გაკეთებამდე პრემიერმა ფრანკლინის კლუბის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ "ოპოზიცია ახალგაზრდები გამოიყენა".
მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილი მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებს "გამოყენებულები" უწოდა. ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას პრემიერმა თქვა, რომ მას "ვერავინ გამოიყვანს ციხიდან".
ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, "ფრანკლინის კლუბი" დაარქვეს, ამ დროს რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი, "კმარას" კლუბი და დაარქვეს "ფრანკლინის" კლუბი, რომ ასოციაცია გაუჩნდეს ახალგაზრდას ამერიკასთან და ბენჟამინ ფრანკლინთან. ესეც ხომ მორიგი ფანდი იყო და ხუხულასავით ჩამოგეშალათ.
სად არის დღეს "ფრანკლინის კლუბი", ანარქისტული ორგანიზაციები, რატომ არ აქტიურობთ და რატომ არ იცავთ, რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ მერე ეს ახალგაზრდები. ხომ ვიცით, ზუსტად რომ გამოიყენეს ეგ ახალგაზრდა (გრიგორიადისი) და სხვებიც, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები.
ჩვენ ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციწები გვაქვს, თქვენ რა გგონიათ, აქ ვირაცები რაღაცებს გეგმავენ და ჩენ არ ვიცით? ყველაფეირ ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას. გამოძიების ფარგლებში ამოღებული იქნა და თქვენი საქმე არ არის, ვისი ჩატები გვახსენით,“ - ამბობს პრემიერი.
ღარიაბშვილის ამ განცხადების შემდეგ, დეპუტატი ხატია დეკანოიძე დაინტერესედა, კონკრეტულად ვისი ჩატები გახსენს, რაზეც მთავრობის მეთაურმა გაღიზიანება ვერ დამალა და დეპუატტს დარბაზიდან გასვლისკენ მოუწოდა:
"გგონიათ რომ რაღაცას მიაგენით და აღმოაჩინეთ? - ბევრს ლაპარაკობთ და გადით გარეთ საერთოდ".- უთხრა პრემიერმა დეკანოძეს.