შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ, ეს არის დასაგმობი - პრემიერი

30.06.23 18:06
შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ, ეს არის დასაგმობი - პრემიერი

"შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ. ეს არის დასაგმობი ფაქტი",პრემიერი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს და ოპოზიციას აკრიტიკებს.

აქ ერთ-ერთი გამომსვლელის შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ. ეს არის დასაგმობი ფაქტი. ბატონო რომან, თქვენ მოგიწოდებთ, რომ კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ. ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, მხარს გვიჭერს, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირსა და NATO-ში და ერთ-ერთი ხმალამოღებული მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში. ძალიან გთხოვთ, რომ გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები, როცა ბატონ ორბანს ახსენებთ”. - ამბობს ღარიბაშვილი პარლამენტში

მსგავსი სიახლეები