იძახდა, რომ ერჩია ბომბები ცვიოდეს - წარმოგიდგენიათ, როგორ აქვს აზროვნება მოწყობილი - პრემიერი ლომჯარიას აკრიტიკებს
პრემიერის თავდასხმა ყოფილ სახალხო დამცველზე - ნინო ლომჯარიას ირაკლი ღარიბაშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
ღარიბაშვილის თქმით, ლომჯარიას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ფაქტებზე განცხადებები არ გაუკეთებია.
მინდა გავაკრიტიკო ყოფილი სახალხო დამცველი ლომჯარია, რომელიც პარლამენტის წინ იდგა და იძახდა, რომ მას ერჩია ბომბები ცვიოდესო - წარმოგიდგენიათ, როგორ აქვს აზროვნება მოწყობილი, როგორი ფსიქოლოგია აქვს. ამ ადამიანს არ დაუგმია, არასოდეს, ის ზღვარგადასული, აგრესიული გამონათქვამები ეკლესიის მიმართ, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი რელიგიური გრძნობების მიმართ - არასოდეს, ეს რანაირი სახალხო დამცველი იყო, რა ხდება,“ - ამბობს პრემიერი.