მადლობა ღმერთს, კორძაიას და დეკანოიძის მსგავსად მოაზროვნეეებს ქართველი ხალხი არასოდეს აირჩევს - პრემიერი

30.06.23 18:18
მადლობა ღმერთს, კორძაიას და დეკანოიძის მსგავსად მოაზროვნეეებს ქართველი ხალხი არასოდეს აირჩევს - პრემიერი

ფსკერზე ხართ - ღარიბაშვილის თავდასხმა ქალ დეპუტატებზე.

პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 % მხარს უჭერს ოჯახურ ღირებულებებს და ღმერთს მადლობას უხდის, რომ თამარ კორძაიას და ხატია დეკანოიძის მსგავს აზროვნების ადამიანებს ხალხი არ აირჩევს.

ჩვენს ხელისუფლებას მოგვიწევს ჩვენი ტრადიციების შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის 90 % მხარს უჭერს ოჯახურ ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ამიტომ ამ თემებს ვერ შეეხებით ,ვერც თამარ კორძაია და ვერც 100 თამარ კორძაია რომ იყოს პარლამენტში და მადლობა ღმერთს ვერ იქნება ვერასოდეს მათნაირად მოაზროვნე ადამიანები, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი არ აირჩევს ასეთად მოაზროვნე ადამიანებს. ხატია დეკანოიძეც ალბათ მანდ არის. მე გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით, თქვენ მხოლოდ შეურაცხყოფა იცით. ფსკერზე ხართ უკვე". - თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები