"4 შვილი მინიმუმ" - პროგრამა უნდა დააინიციროს თამარ კორძაიამ - პრემიერი
"4 შვილი მინიმუმ" - პროგრამა უნდა დააინიციროს ქალბატონმა თამარმა და ჩვენ მხარს დავუჭერთ მას, - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გააკეთა. მან თამარ კორძაიას ურჩია ლგბტ თემის პროპაგანდის ნაცვლად, დემოგრაფიასა და შობადობის საკითხის მოგვარებაზე იზრუნოს.
პრემიერის თქმით, ოჯახების გაძლიერება არის ახლა მთავარობის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ჩვენ შობადობის კუთხით სერიოზული გამოწვევები გვაქვს, პრობლემებია მეგობრებო. ამიტომ ქალბატონი თამარი იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ ბაღებსა და სკოლებში, არამედ გამოვიდეს უნდა ინიციატივით, რომ 4 შვილი მინიმუმ პროგრამა უნდა დააინიციროს ქალბატონმა თამარმა და ჩვენ მხარს დავუჭერთ მას, თუ ამ პროგრამას ინიციარებას გაუკეთებს. ზოგადად ოჯახების გაძლიერების მიმართულებით ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო ძლიერი ნაბიჯები, უფრო მეტი დახამრება უნდა მივმართოთ," - ამბობს პრემიერი.