ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ 10-ჯერ მეტ პასუხს, როგორც მიიღეს პასუხი 7-8 მარტს - პრემიერის მუქარა
პრემიერის მორიგი მუქარა ოპოზიციას - ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა, რომ მათ ნებისმიერ პროტესტზე სახელწმიფო უკომპრომისო იქნება.
ღარიბაშვილი იმუქრება, რომ ოპოზიცია იმაზე მეტ ძალადობას მიიღებს, ვიდრე ეს მარტის აქციების დაშლის დროს იყო.
პრიგოჟინის ამბოხის მიმართ მათი აღტაცება და მათი გამონათქვამები და მიზნები, მათი ბინძური ზრახვები, ყოფილი არარაობა ჭიაბერაშვილის გამონათქვამები. საერთოდ რისი თავი აქვთ, ამათ თუ წარმოუდგენიათ, ამათ რამე გაბედონ და ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ხალხი ასე დაუწყებს ყურებას, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ ათჯერ მეტ პასუხს, როგორც მიიღეს პასუხი 7-8 მარტს, ათჯერ მეტს მიიღებენ პროპორციულად, როგორც მოიქცევიან, ეს დესტრუქციულიჯგუფები. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენი პოლიცია, უსაგრთხოების სამსხურები მოწოდების სიმაღლეზე არიან, არავის ვაპატიებთ პატარა გადაცდომას,“ - ამბობს ღარიბაშვილი.