არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს - პრემიერი

30.06.23 18:39
არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს - პრემიერი

რკინიგზა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით - პრემიერი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქარტული მხარე მოლაპარაკებებში ჩართული არ არის და ამ წინადადებას არ დათანხმდება.

აქ მორიგი მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის - საუბარი იყო, თითქოს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მიდის ფარული მოლაპარაკებები. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს. ჩვენ არავითარი დაფარული დღის წესრიგი არ გვაქვს... კითხვა დამისვეს, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო - ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში მხოლოდ,“ - ამბობს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "გამთლიანების შემთხვევაში შეიძლება სამოთხედ იქცეს ეს ადგილი".

მსგავსი სიახლეები