კაცი კუპონის შემოქმედი, გაიცანით რომან გოცირიძე - პრემიერის განცხადებას ხმაური მოჰყვა
"გაიცანით კუპონის შემოქმედი"- ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა.
"როცა იყო ეროვნულ ბანკში, კუპონის შემოქმედი, ინიციატორი და ავტორი, მაშინ რაზე ფიქრობდა საერთოდ? კაცი კუპონის შემოქმედი - გაიცანით რომან გოცირიძე" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
განცხადების შემდეგ პარლამენტში ისევ ხმაური დაწყო, ამ შემთხვევაში აქტიურობდა რიმა ბერაძე.
ბატონი რომანიც გამოვიდა წყობილებიდან, სიმართლე მასაც სწყინს, მოგიწვეთ სიმართლის მოსმენა ბატონო რომან და ჯობია დაწყნარდეთ და შეურაცხყოფას თავი დაანებოთ, ვერც მაგაში ვერ გვაჯობებთ, ზრდილობა იქონიეთ" - მიმართა ღარიბაშვილმა გოცირიძეს.