ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, საკუთარი შვილისთვის გინდათ აშშ - ხათუნა სამნიძე
"ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი განათლება აშშ-ში," - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრემეირ ღარიბაშვილს.
დეპუტატმა პრემიერი ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებების გამო გააკრიტიკა და შეახსენა, რომ ღარიბაშვილი თავის შვილს ამერიკაში გზავნის სასწავლებლად, მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროპაგანდა სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციას ცდილობს.
არცერთ ჩემ კითხვას არ უპასუხა. ვთხოვე კონკრეტული რიცხვები დაესახელებინა საერთაშორისო პარტნიორების გრანტების წილი რამდენია იმ ყველაფერში, რითაც იტრაბახა პრემიერმა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის პროგრამები, თავდაცვის სფეროში დახმარება პარტნიორების - არცერთი რიცხვი არ მომისმენია. აქვე გეტყვით, ბატონო პრემიერო, მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა და პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება და რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო პროპაგანდა,“ - ამბობს ხათუნა სამნიძე.