პრემიერმა პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია
პრემიერმა პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია - ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების დამაზუსტებელ კითხვებს პასუხი კითხვების ამოწურვის შემდეგ არ გასცა.
ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კითხვეზე პასუხს ფრაქციებისა და კომიტეტების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ გასცემს.
9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთისა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, შემდეგ − საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელისათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისათვის," - წერია რეგლამენტში.