პრემიერი ჰომოფობიური განცხადების კვალდაკვალ "ლგბტ პროპაგანდის" კანონმდებლობით მოწესრიგებაზე ალაპარაკდა
ირაკლი ღარიბაშვილი "ლგბტ პროპაგანდის" კანონმდებლობით მოწესრიგებაზე ალაპარაკდა - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამორჩვება, დღეს „ლგბტ პროპგანადის“ შესაძლო საკანონმდებლო რეგულირებაც ახსენა.
„გირჩის“ დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეკითხვის საპასუხოდ ხომ არ აპირებს ღარიბაშვილის ხელისუფლება შეცვალოს ე.წ. იდენტობის პოლიტიკა ქვეყანაში, ორემიერმა თქვა, რომ "ეს საკმაოდ მგრძნობიარე თემაა".
პრემიერი დღესაც ამტკიცებს, რომ საკითხზე ბევრ ქვეყანაში არაერთი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება ეს დებატები.
არ მოვერიდები და საერთოდ არ მიმაჩნია უხერხულობად ამ თემაზე საუბარი, პირიქით, მე მიმაჩნია, რომ უნდა გავხსნა დებატები ამ ქვეყანაში, მოვიდა დრო, მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად, მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები.
ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ელგებეტე პროპაგანდა, ღიად გეუბნებით. მიუღებელია, მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაში და ამერიკაში იცით თქვენ რა ხდება, ბაღებში შევიდა პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს. ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა. ეს არის მიუღებელი.
ასევე ამორალური იყო კამპანია, რომელიც აწარმოა „მაკდონალდსმა“ და თქვა, რომ იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც, მათ შორის, შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს საკითხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და კონსესუსის მიღება საჭიროა"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს 2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებაც ისაუბრა.
ჩვენი ინიციატივით ქორწინების დეფინიცია მოხდებოდა კონსტიტუციის დონეზე, რომ დაგვეზღვია ყველა შესაძლო შემდგომი რისკი. მაგალითად, თამარ კორძაია რომ გახდეს პრემიერი, შესაძლოა, მას მოეთხოვა ქორწინების დეფინიციის გაუქმება ან პროპაგანდის დაშვება სკოლებში და ბაღებში, ისე განერვულდა, ალბათ, ემხრობა ამ იდეას… მიმაჩნია, რომ ეს საკითხები საჭიროებს ფართო დებატებს, უნდა გაიხსნას ღია დებატები და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ეს პოზიცია“, დასძინა ღაღიბაშვილმა.
პრემიერი ჰომოფობიური განცხადებები ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიმ და ხატია დეკანოიძემ ხმაურით გააპროტესტეს.