დადექით თქვენი სტატუსის სიმაღლეზე - კორძაია პრემიერს

30.06.23 19:26
დადექით თქვენი სტატუსის სიმაღლეზე - კორძაია პრემიერს

„ნახევარი ანგარიში არის გადმოწერილი სიტყვასიტყვით, ცვლილება არ არის,“ - თამარ კორძაია პრემიერს ამხელს.
დეპუტატის თქმით, პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტს 2021 წლის მსგავსი წლიური ანგარიში წარუდგინა.
კორძაიამ პრემიერს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაგმოს ძალადობა. კორძაიას შეფასებით, პრემიერი ძალადობას ახალისებს.

ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს, გამოხვიდეთ და ამ ტრიბუნიდან თქვათ, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, ადამინი, რომელიც პერსონალურად პრემიერს, ვერბალურად, სიტყვით თავს დაესხმება - ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა, უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს არცერთი პოლიციელი, ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ," - მიმართა კორძაიამ პრემიერს.

მსგავსი სიახლეები