მაინც დაგამარცხებთ! - სააკაშვილი ოცნებას

30.06.23 19:32
მაინც დაგამარცხებთ! - სააკაშვილი ოცნებას

"თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი" -  საქართველოს მესამე პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "სითავხედესაც აქვს საზღვარი": 

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით ? რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ. 
და რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით და არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს.

ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა. 

მაინც დაგამარცხებთ!

მსგავსი სიახლეები