პოლიცია პრემიერის სადარაჯოზე - აკავებდნენ ყველას, ვინც ღარიბაშვილს კარგად დამკვიდრებული ფრაზით მოიხსენიებდა

30.06.23 20:24
პოლიცია პრემიერის სადარაჯოზე - აკავებდნენ ყველას, ვინც ღარიბაშვილს კარგად დამკვიდრებული ფრაზით მოიხსენიებდა

პოლიცია პრემიერის სადარაჯოზე - აკავებდნენ განურჩევლად ყველას, ვინც პრემიერს უკვე კარგად დამკვიდრებული ფრაზით მოიხსენიებდა. ღარიბაშვილის ხსენებასთან ერთად განსაკუთრებით აღიზიანებდა მიმართვა -  რუსებო. ეს სიტყვები საკმარისი იყო იმისთვის, რომ აქტივისტები აქციიდან პირდაპირ პოლიციის მანქანაში ჩაესვათ.  არ ერიდებოდნენ სკოლის მოსწავლეებსაც. 18 წლის ახალგაზრდას ხელბორკილები პირდაპირ აქციაზე დაადეს. 

ვითარება პარლამენტის შესასვლელთან რამდენჯერმე იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებისთვის  სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. სამართალდამცველების მთავარი ამოცანა იყო, რომ პროტესტის ხმა ღარიბაშვილამდე არ მისულიყო, ამიტომ ძვლოვანები პირდაპირ სადამსჯელო ღონისძიებებზე გადავიდნენ, თუმცა ხმაურიანი პროტესტი პრემიერს ქუჩიდან მთელი გამოსვლის განმავლობაში მაინც ესმოდა.

პროტესტი ღარიბაშვილის წინააღმდეგ - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები