"ოცნებამ" ვაკეში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად 169 მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო
"ოცნებასთან" ნაცნობობა დედაქალაქის განადგურების მიზეზი ხდება ურბანული გენოციდი თბილისში ყოველ დღე ახალ მასშტაბზე გადის. მრავალსართულიან კომპლექსს დედაქალაქის ცენტრში ამჯერად ნოშრევან ნამორაძე აშენებს. ბიზნესმენი, რომელიც ქართული ოცნების შემომწირველი და მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია. მასშტაბური პროექტი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება, რაც ფაქტობრივად ამ ადგილზე კოლაფსის წინაპირობაა. ნამორაძეს ამ საქმის დალაგება დედაქალაქის მთავრობასთან არ გასჭირვებია და დღეს უკვე პირველი ნებართვაც მიიღო საკრებულოდან.
ხალხი ვაკის ცათამბჯენების წინააღმდეგ - ნახეთ ანამ მდივანის რეპორტაჟი