"გრიგორიადისის და ჯაფარიძის პრემიერი არ ხართ?"- ოცნების წევრები ელისაშვილს კრიტიკული კითხვის გამო დაუპირისპირდნენ
პარლამენტში ისევ ხმაურია - "მოქალაქეების" ლიდერს უმრავლესობის დეპუტატები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან პრემიერს მიმართა: "ლაზარე გრიგორიადისის და ზურა ჯაფარიძის პრემიერი არ ხართ?"
ამ ფრაზის შემდეგ, ელისაშვილს რის გამოც მას გურამ მაჭარაშვილი და ბეჟან წაქაძე დაუპირისპირდნენ.
"ხელებს ნუ იქნევთ, მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას" -უთხრა "ოცნებას" ელისაშვილმა.
ხმაურის შემდეგ დეპუტატმა დარბაზი დატოვა.
მანამდე კი დეპუტატმა თქვა, რომ "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლებას დაემსგავსა:
არ დამიწყოთ ახლა, რომ ვიღაც ყეყეჩი დადიოდა ჯიბეში კვერცხით და არიქა, ლევან ბერძენიშვილს სადმე შემთხვევით გადავაწყდებიო. მართლა ყეყეჩობა თქვა, ლევან ბერძენიშვილმა, მაგრამ ამას პასუხი არგუმენტებით და ცოდნით უნდა გასცე, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპის“. ან სუს-ი ახორციელებს ამ ცემა-ტყეპებს, ან კრიმინალური პოლიცია. რატომ აკეთებთ ამას, ან ეს როგორ გსიამოვნებთ?
ეს როგორ უნდა გსიამოვნებდეს, რომ სუს-ს მივაქსევინებ ვიღაცას და გავალახინებ, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს. თუ ვინმეზე ძალიან გაცოფებული ვარ, ბოლო-ბოლო წავალ და მე ვიჩხუბებ. რა განცდაა ეს, რომ ვიღაცებს აგზავნით საცემად და მერე რომ უყურებ. რა არის ეს, რაში კარგავთ დროს?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.