ნაცვლიშვილი პრემიერს: პენსილვანიის უნივერსიტეტი LGBT საკითხების მიმართ მეგობრულია, ხომ არ გეშინიათ, რომ თქვენს შვილს გადაიბირებენ?

30.06.23 21:50
ნაცვლიშვილი პრემიერს: პენსილვანიის უნივერსიტეტი LGBT საკითხების მიმართ მეგობრულია, ხომ არ გეშინიათ, რომ თქვენს შვილს გადაიბირებენ?

პენსილვანიის უნივერსიტეტი LGBT საკითხების მიმართ მეგობრულია, ხომ არ გეშინიათ, რომ თქვენს შვილს გადაიბირებენ? - ამ კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარტია ლელო - საქართველოსთვის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ლგბტ თემაზე აღარ დასრულდა თქვენი მხრიდან პროპაგანდისტული გზავნილები. ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილი შეერთებულ შტატებში ისწავლის იქნებ მან მაინც შემდეგ აგიხსნათ რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო. მე ვნახე, რომ თქვენი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, მიხარია ნამდვილად და ბევრ ახალგაზრდას ვუსურვებ ამის შესაძლებლობას, დამსახურებულად ცხადია. იცით თუ არა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ საკითხების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულია, ხო არ გეშინიათ, რომ თქვენს შვილს გადაიბირებენ იქ? ან რამე ზონდირებას მოახდენენ? არ გიფიქრიათ ამაზე?- თქვა დეპუტატმა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები