ღარიბაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ბინძური ადამიანი ხართ
პრემიერ-მინისტრი წყობიდან გამოვიდა - ირაკლი ღარიბაშვილმა "ლელოს" ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს "ბინძური ადამიანი" უწოდა.
"სიბინძურეს აკეთებთ, ბინძური ადამიანი ხართ"- ყვიროდა ადგილიდან ღარიბაშვილი მას შემდეგ რაც ნაცვლიშვილმა მას მიმართა და უთხრა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც ღარიბაშვილის შვილი სწავლობს, ლგბტ თემის მხარდამჭერია.
პრემიერის აღშფოთებას "ქართული ოცნების" დეპუტატებიც შეუერთდნენ.