ვატო შაქარაშვილი მოძალადეების სამსახურში - რადიკალების დაჯგუფების ბოსი დანაშაულს ახალისებს

30.06.23 22:19
ვატო შაქარაშვილი მოძალადეების სამსახურში - რადიკალების დაჯგუფების ბოსი დანაშაულს ახალისებს

ვატო შაქარაშვილი მოძალადეების სამსახურში - მას შემდეგ რაც მოსამართლე დავით კურტანიძემ მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი, ნიკოლოზ გუგეშაშვილი ციხეში გაუშვა,  „საქართველო უპირველეს ყოვლისას" ლიდერმა ძალადობრივი განცხადებები გააკეთა. 

"გუგეშაშვილთან მაქვს ღირებულებათა კავშირი, მან გააკეთა ის, რასაც ყველა გავაკეთებდით" - თქვა მან სასამართლოს დასრულების შემდეგ. 

შაქარიშვილმა პირდაპირ ეთერში ძალადობა წაახალისა და დაანონსა კიდევაც: "ეს ემსახურება ძალადობის მასშტაბების გაზრდას". 

მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი, ნიკოლოზ გუგეშაშვილი პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

 

მსგავსი სიახლეები