ღარიბაშვილმა სიძულვილის, შეურაცხყოფის, ზიზღის საკუთარი რეკორდი მოხსნა - პაატა მანჯგალაძე

30.06.23 22:31
ღარიბაშვილმა სიძულვილის, შეურაცხყოფის, ზიზღის საკუთარი რეკორდი მოხსნა - პაატა მანჯგალაძე

ღარიბაშვილმა სიძულვილის, შეურაცხყოფის, ზიზღის საკუთარი რეკორდი მოხსნა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი 20 წუთი ილაპარაკა საქართველოს განვითარებაზე, გაკეთებულ საქმეებზე, დანარჩენი ოთხსაათ ნახევარი ოპონენტებს ლანძღავდა.

როცა ღარიბაშვილი აქ გამოდიოდა ამ სიძულვილის რიტორიკით და უმრავლესობის წევრები ტაშის კვრით, ამ ძალადობის წახალისებით იყავით დაკავებული, კასპში ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, მათ შორის არა უბრალო მოქალაქეები, არამედ კასპის საკრებულოს წევრები, კასპის საკრებულოს აპარატის უფროსი. უნდა იცოდეთ მარტივი სტანდარტი, ვინც ძალადობას, ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის და არ გირჩევთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები