ევროპარლამენტარები, ამერიკის და ევროკავშირის ელჩი მტერია - გეკითხებით: მოყვარე ვინ არის, ერთი სიტყვა ვინ უნდა დაასველოს? - ვაშაძე
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა შეიძლება შევაფასოთ სამი კონკრეტული შეფასებით: რეალობას აცდენილი, ტყუილებით და სიცრუით გაჯერებული, სიძულვილის ენით გაჯერებული - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით საბოტაჟს ახორციელებს:
ამბობდით, რომ ვარჰეია ყველაზე კარგი კაცია ევროპაში. რა გითხრათ ვარჰეიმ - 12-პუნქტიდან, მხოლოდ 3 გაქვთ შესრულებულიო. ახლა გეკითხებით, თქვენ რომ ტყუილებს აგრძელებთ, არის თუ არა ეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი? პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებთ იმით, რომ არ ასრულებთ რეფორმებს. პირდაპირი საბოტაჟია ის ანტიდასავლური კამპანია, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. საქართველოს ევროატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების პირდაპირი საბოტაჟია ის განცხადებები, რომ თურმე ნატომ დაიწყო უკრაინაში ომი და ნატოს გამო მოხდა ეს ყველაფერი.
ევროპარლამენტარები მტრები არიან, ამერიკის ელჩი მტერია, ევროკავშირის ელჩი მტერია, ოლაფ შოლცის პარტიაზე ამბობთ, რომ ლიბერალური ფაშისტებია არიანო - მოყვარე ვინ არის, გეკითხებით? ვინა რის თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთად აპირებთ ევროპაში შესვლას? როდესაც 27 ქვეყნის წარმომადგენლობა შეიკრიბება, ერთი სიტყვა ვინ უნდა დაასველოს? ასეთი ადამიანი არ არის. დიახ, ევროინტეგრაციის საბოტაჟი ხართ თქვენ , „ქართული ოცნება“.
ჩვენ, რომ ხელისუფლებაში რომ ვიყოთ ეს ყველაფერი შესრულებული იქნებოდა... მალე ვიქნებით (ხელისუფლებაში) და გნახავთ ქვეყნიდან გაქცეულებს“.