"ნაც-ბოლშევიკისგან იარლიყი არ უნდა გეწყინოს" - ბექა ოდიშარია

30.06.23 23:01
"ნაც-ბოლშევიკისგან იარლიყი არ უნდა გეწყინოს" - ბექა ოდიშარია

"ამ დღეებში ვფიქრობდი, ვირისგან წიხლი, ხოლო ნაც-ბოლშევიკისგან იარლიყი არ უნდა გეწყინოს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ამბობს. 

"ოცნების" დეპუტატის თქმით, პრემიერის 161-გვერდიან ანგარიშს მოუსმინა, თუმცა ოპოზიციისგან საქმიანი შეკითხვა ვერ მოსიმინა.

"ჩვენ პრორუსობას, სამშობლოს მოღალატეობას და რაღაც კლიშეებს ესე მარტივად ვერ ავიტანთ. ამ დღეებში ვფიქრობდი, ვირისგან წიხლი, ხოლო ნაც-ბოლშევიკისგან იარლიყი არ უნდა გეწყინოს, მაგრამ ამით თავის დამშვიდება არ ივარგებს..., - ამბობს ბექა ოდიშარია.

მსგავსი სიახლეები