თალაკვაძე ოპოზიციას: "ხან ვის ფანჩატურში იკრიბებით, ხან ვინ მოგიწოდებთ ქოლგის ქვეშ შემოსვლას, ერთპროცენტიანები ხართ"
"ხან ვის ფანჩატურში იკრიბებით, ხან ვინ მოგიწოდებთ ქოლგის ქვეშ შემოსვლას, ვერ გაიმარჯვებთ"- ასე მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თაკალვაძემ იოიზიციას.
მან იოპონენტებს ერთპროცენტიანები უწოდა:
„გიორგი ვაშაძეს რომ ვუსმინოთ, მარტო ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს, დანარჩენი თურმე ყველა ჩვენ გვაკრიტიკებს და ყველა ჩვენ წინააღმდეგ არის. აი, მაგ ლოგიკით რომ მოდიხართ ყველა არჩევნებზე, იმიტომ ხართ ერთპროცენტიანები და იმიტომ ვერ აკეთებთ ვერაფერს. ხან ვის ფანჩატურში იკრიბებით, ხან ვინ მოგიწოდებთ ქოლგის ქვეშ შემოსვლას და ცალ-ცალკე გინდათ, რომ გაიმარჯვოთ. ვერ გაიმარჯვებთ, სანამ არ მიხვდებით,რომ ქართველ ხალხში არის ლეგიტიმაცია. გარეთ სირბილს, სჯობს შიგნით იაროთ და ხალხს შეხვდეთ და არა ისეთი, როგორც დღეს ხაბეიშვილმა გააკეთა“,- მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.