"ოპოზიცია გაექცა დებატებს, რადგან ყველა წინა დებატები დასრულდა ანგარიშით 10:0 პრემიერის სასარგებლოდ" - კობახიძე

30.06.23 23:49
"ოპოზიცია გაექცა დებატებს, რადგან ყველა წინა დებატები დასრულდა ანგარიშით 10:0 პრემიერის სასარგებლოდ" - კობახიძე

ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ოპოზიცია დებატებს გაექცა". "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "წინა დებატები დასრულდა ანგარიშით 10:0 პრემიერის სასარგებლოდ"

ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც გაექცა დებატებს. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მათ არაფერი აქვთ სათქმელი. ყველა წინა დებატები პრემიერმინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10:0, პრემიერის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, მოლოდინი ამ შემთხვევაშიც იგივე იყო და პრინციპში, ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ, ბუნებრივია. კიდევ ერთხელ, საზოგადოებამ იხილა რომ ეს დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით - 10:0. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, შევიდეთ მათ მდგომარეობაში და კარგად გავიგოთ ის, თუ რატომ გაურბიან ყოველ ჯერზე დებატებს და დღესაც რატომ გაექცნენ ამ დებატებს. 

ჩვენი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, გინდა ფორმალური დაუძახეთ, გინდა არაფორმალური, ფაქტია, რომ დღეს კასპში ამომრჩეველთან შეხვედრის მომიზეზებით გაექცა დებატებს. ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, თუმცა, უნდა შევიდეთ, რა თქმა უნდა, მათ მდგომარეობაში, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები