ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა სოფელ ოძისთან არსებული ვითარება პირადად ნახა. გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და ინფორმაცია მიიღო ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებაც. თბილისში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბურიჩი, კონფლიქტის ზონაში თამარ ტალიაშვილმა და სუსის წარმომადგენლებმა ჩაიყვანეს.