გამოუცხადა თუ არა "ოცნებამ" პრეზიდენტს ახალი დემარში? - ღონისძიებაზე უმრავლესობის ქალი დეპუტატები ჯერ-ჯერობით არ ჩანან
გამოუცხადა თუ არა "ოცნებამ" პრეზიდენტს ახალი დემარში? მსოფლიოს ლიდერი ქალები თბილისში არიან. სალომე ზურაბიშვილი ქალთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან ევროპარლამენტარები და ევროპული საბჭოოს გენერალური მდივანიც. ღონისძიებას ესწრებიან ქართველი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებიც, თუმცა პრეზიდენტის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ოცნების ქალი დეპუტატები ჯერ-ჯერობით არ ჩანან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ოცნების ლიდერი ქალები ღონისძიებაზე მიიწვიეს.