"12 რეკომენდაცია შესასრულებელია" - გრეგოროვა ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

01.07.23 11:26
"12 რეკომენდაცია შესასრულებელია" - გრეგოროვა ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

მსოფლიოს ლიდერი ქალები თბილისში არიან. სალომე ზურაბიშვილი ქალთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან ევროპარლამენტარები და ევროპული საბჭოოს გენერალური მდივანიც.

კონფერენციას ესწრება ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა. მან მედიასთან 12 რეკომენდაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციები შესასრულებელი აქვს. 

მან ასევე შეაქო ქართველი ქალი პოლიტიკოსები და თქვა, რომ მათ საოცარი გამოცდილება აქვთ.

რაც შეეხება საქართველოს და საქართველოს მთავრობას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა 12 რეკომენდაცია შესასრულებელია, ვიცი რომ ზოგიერთი მათგანი სრულად შესრულებული, მაგრამ არის საკითხები, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის სრულად შესრულებული. ეს ერთადერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია არ არის. ჩვენ გვაქვს დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის საკითხებიც, მე მაქვს იმედი რომ საქართველოს მთავრობა შეასრულებს ამ ვალდებულებას და შემოდგომით, როდესაც წარდგებიან ევროპის კომისიაზე ყველა რეკომენდაცია სრულად შესრულებული იქნება. მე მინდა ვნახო საქართველო როგორც ევროპის ნაწილი, ევროკავშირში არიან სრულიად დემოკრატიული ქვეყნები, რომელთაც უძლიერესი ეკონომიკა აქვთ, ამიტომ სტატუსი საქართველოსთვის ბევრი კარგის მომტანია.

ყველა ქალი დგას ერთად მსოფლიოს გარშემო, ჩვენ ვისმენთ ერთმანეთს და ვუზიარებთ მომავლის გეგმებს, ქალების როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, ეს ასეა საქართველოშიც, ქართველ ქალ პოლიტიკოსებს მართლაც საოცარი გამოცდილება აქვთ, ჩვენ დღეს შეხვედრაზე ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ" - ამბობს მარკეტა გრეგოროვა.

 

 

მსგავსი სიახლეები