მეათე მოწვევის პარლამენტი შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდის პარლამენტს ჰგავს - ჭიჭინაძე
"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე მეათე მოწვევის პარლამენტს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ის შევარდნაძის მეათე მოწვევის პარლამენტს ჰგავს.
ჭიჭინაძის თქმით, რაც არ უნდა იმანიპულიროს ღარიბაშვილმა, ცხოვრების დონის ყველაზე დიდი ვარდნა, სწორედ ამ პარლამენტის დროს მოხდა.
მეათე მოწვევის პარლამენტი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი ჩვენს ისტორიაში და შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდის პარლამენტს გავს.
ამიტომ, რაც არ უნდა ციფრებით იმანიპულიროს დღეს „ქართულმა ოცნებამ“ და ღარიბაშვილმა,
ცხოვრების დონის ყველაზე დიდი ვარდნა, სწორედ ამ პარლამენტის დროს მოხდა.და სტატუსი რომც მოგვანიჭონ, მაინც არაფერი შეიცვლება.
ფულის პარვას, ხალხის ძარცვას, ოპოზიციისგან ბუას ხატვას ესენი ისევ გააგრძელებენ და იმიტომ.ან რა სტატუსი უშველის კობახიძეებს?!
საპარლამენტო ოპოიციას რაც შეეხება,
ისე უპრობლემოდ ითმენენ ყოველგვარ ზღვარსგადასულ დაცინვას "ოცნების" ყველა დონის წარმომადგენლისგან,
ისე არიან ჩაბუდებული ამ სკამებში, იმის განხილვაც კი არ უნდათ, რომ ქართული პოლიტიკის მთელის სიმძაფრე დღეს ქუჩაშია გადმოტანილი და არა პარლამენტში.არადა, პარლამენტში ოპოზიცია "ოცნებას" საკადრის პასუხს ვერასოდეს გასცემს და ვართ ასე შაპიტოში".- აცხადებს დავით ჭიჭინაძე