გაშიფრულია ყველა საჯარო მოხელე, ვინც გუშინ "ნაცმოძრაობის" წევრებზე ანგარიშსწორებას ქვებით და მუშტებით ახდენდნენ

01.07.23 12:09
გაშიფრულია ყველა საჯარო მოხელე, ვინც გუშინ "ნაცმოძრაობის" წევრებზე ანგარიშსწორებას ქვებით და მუშტებით ახდენდნენ

ზურაბ ჩიტიშვილი, კასპის საკრებულოს უფროსი ბადრი ჯანიაშვილი, ასევე საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ბიძნაშვილი, მარეხი ყამბეგაშვილი, შორენა გოგოლაძე, გორის მერის წარმომადგენელი, ასევე გორის კულტურის აიპის ხელმძღვანელი - ეს ის ადამიანები არიან, ვინც გუშინ "ნაცმოძრაობის" წევრებზე ანგარიშსწორებას ქვებით და მუშტებით ახდენდნენ.

ამ წუთამდე, მოძალადე დაჯგუფების არც ერთი წევრი ამ დრომდე არავის დაუკავებია. გამოძიება კასპში მომხდარ ინციდენტზე ორი უმძიმესი  - სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო, თუმცა ამ დრომდეე არათუ დაკავებული, არამედ, გამოკითხულიც კი არავინაა. სიპების, აიპების გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები - ოცნების პარტაქტივის თითოეული წევრის იდენტიფიცირება უმარტივესია, რადგან  სატელევიზიო კადრების გარდა, არსებობს პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ მობილურით გადაღებული მასალაც.

გუშინ კასპში ჩასულ  ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს  ჯერ ჩაუსაფრდნენ,  აგინეს, ესროლეს ქვები, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით,  შემდეგ კი  ანგარიშსწორების გაგრძელებისთვის იმ სახლთან ელოდებოდნენ, სადაც ხაბეიშვილი მხარდამჭერებს ხვდებოდა.  შეტაკებები ქვებით და მუშტებით. საჯარო მოხელეების რაზმის გასანეიტრალებლად პოლიცია ადგილზე მხოლოდ სამი საათის შემდეგ მივიდა. 

მსგავსი სიახლეები