ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი და დაცული - თურნავა

01.07.23 11:52
ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი და დაცული - თურნავა

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. მან მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს და მსოფლიოს ყველა ქალბატონთან სოლიდარულია და ძალიან აღელვებს ის თემატიკა, რასაც ეძღვნება დღევანდელი კონფერენცია.,

ნათია თურნავამ ასევე კომენტარი გააკეთა ეროვნულ ბანკზეც და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი და დაცული.

ჩემი აქ დასწრება ნიშნავს, რომ ძალიან მაღელვებს ის თემატიკა, რასაც ეძღვნება დღევანდელი კონფერენცია. ეს არის ქალთა პრობლემები და კონკრეტულ საკითხებში მაქვს ჩემი კონკრეტული პოზიცია. ამ კონკრეტულ საკითხში ვარ საქართველოს და მსოფლიოს ყველა ქალბატონთან სოლიდარული, ვინც იბრძის თავისი უფლებებისთვის. როდესაც ბორდმა ამირჩია, მე დარწმუნებული ვარ და ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია,ა რა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული". - განაცხადა თურნავამ.

 სალომე ზურაბიშვილი ქალთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.    

მსგავსი სიახლეები